0119, აკაკი წერეთლის გამზირი 116, თბილისი
+995 597 91 33 88

შემწვარი ყველი გაუდა, შემწვარი სოკო და ხახვი

შემადგენლობა:
* 230გრ სოკო, დაჭრილი
* 1 საშუალო ხახვი, დაჭრილი
* 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
* მარილი და პილპილი
* 4 სუფრის კოვზი კარაქი
* 4 ნაჭერი პური
* 1 ჭიქა გაუდას ყველი, გახეხილი

მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე.
საცხობ ფურცელზე დააწყვეთ დაჭრილი სოკო და ხახვი. დაასხით ზეითუნის ზეთი. დააყარეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე შეიწვება
პარალელურად, დაადნეთ კარაქი, აიღეთ ერთი ნაჭერი პური, დაახეხეთ გაუდას ყველი, ზემოდან შემწვარი სოკო და ხახვი დააწყვეთ, შემდგომ კი ისევ გაუდას ყველი.მარილი და პილპილი გემოვნებით მოაყარეთ. ბოლოს 1 ნაჭერი პური ზემოდან დაადეთ.
ეს გამზადებული სენდვიჩი დადეთ კარაქიან ტაფაზე და შეწვით, ვიდრე ორივე მხარე ოქროსფერი არ იქნება. გადმოიღეთ და გაჭერით.

შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ !

ვიდეო ბმული:
Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников