0119, აკაკი წერეთლის გამზირი 116, თბილისი
+995 597 91 33 88

ორაგული ქაფშიათი და ნიორით

შემადგენლობა:
* 3 სუფრის კოვში უმარილო კარაქი
* 4 ქაფშიას ფილე, წვრილად დაჭრილი
* 1 დიდი ზომის ნიორი, წვრილად დაჭრილი
* ½ ჩაის კოვზი მარილი
* ახლად დაფქული პილპილი
* 2 ცალი ორაგულის ფილე
* ½ ლიმონი
* დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი:
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. პატარა თასში ერთად აურიეთ კარაქი, ქაფშია, ნიორი, მარილი და პილპილი.
ცხელ ტაფაზე დადეთ ეს შენარევი, შემდეგ კი დაადეთ ორაგული ისე რომ მისი კანი ტაფას ეხებოდეს. 3 წუთი მაღალ ცეცხზე შეწვით. პარალელურად კი, ის წვენი რაც ტაფაზე კარაქის და ქაფშიას დნობის შედეგად წარმოიშვება, ორაგულს ზემოდან დაასხით. 3 წუთის შემდეგ ტაფა შედგით ღუმელში 8-10 წუთის განმავლობაში.
10 წუთის შემდეგ გადმოიღეთ დარჩენილი ქაფშია და ორაგულზე ზემოდან დაალაგეთ, შემდგომ კი ლიმონი დააწურეთ.

შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ !

ვიდეო ბმული:
Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников