0119, აკაკი წერეთლის გამზირი 116, თბილისი
+995 597 91 33 88

ფეტუჩინი ალფრედო ბეკონით

შემადგენლობა:
* 1 (28 გრ) ფეტუჩინი მაკარონი
* 2 ნაჭერი შებოლილი ბეკონი, დაჭრილი
* 1 კოვზი წვრილად დაჭრილი ნიორი
* 1 სუფრის კოვზი ფქვილი
* 1 ჭიქა 1% უცხიმო რძე
* 2/3 ჭიქა გახეხილი პარმეჯანო რეჯანოს ყველი
* 1/2 ჩაის კოვზი მარილი
* 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი ოხრახუში
* 1/2 ჩაის კოვზი ახლად დაფქული პილპილი

მომზადების წესი:
მოხარშეთ მაკარონი, დაუმატეთ ცოტა მარილი და ოდნავ ზეთი. გაწურეთ თუმცა მისი წვენი ¼ ჭიქა შეინახეთ.
პარალელურად, შეწვით ბეკონი დიდ ტაფაზე. ხშირად ურიეთ და როდესაც შეიწვება, გადმოიღეთ . ტაფაზე კი დაამატეთ ნიორი და 1 წუთის მანძილზე ურიეთ. დააყარეთ ფქვილი და 30 წამის განმავლობაში ურიეთ. ნელ ნელა დაუმატეთ რძე, ვიდრე მასა გასქელდება. ამ დროს აუცილებელია რომ ცეცხლს მაქიმალურად დაუწიოთ. დააყარეთ რძეს ყველი და ურიეთ სანამ ყველი გადნება. დაუმატეთ მარილი და ის მაკარონის სითხე რაც გადაწურვის დროს შეინახეთ. ამ ყველაფერს დაუმატეთ მოხარშული ფეტუჩინის მაკარონი. ზემოდან დააყარეთ ბეკონი და შავი პილპილი.

შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ !

ვიდეო ბმული:
Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников