0119, აკაკი წერეთლის გამზირი 116, თბილისი
+995 597 91 33 88

ბრესაოლა ვალტელინას სალათი

შემადგენლობა:

* 3 ნაჭერი პური
* 2 სუფრის ზეითუნის ზეთი
* 2 თავი სალათის ფოთოლი
* 100 გ ბოლოკი, დაჭრილი
* 20 შავი ზეთისხილი
* 2 კვერცხი, მოხარშული , დაჭრილი
* 80 გ ბრესაოლა, წვრილად დაჭრილი
* 2 სუფრის კოვზი წვრილად გახეხილი ახალი პარმეზანი.

მომზადების წესი:

პურს მოაცილეთ კანი და დაჭერით სამკუთხედებად. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით სამკუთხა პურები სანამ მოოქროსფერდება.
პარალელურად, თეფშზე დადეთ სალათის ფურცლები და პურები. დაადეთ ბრესაოლას ნაჭრები, დააყარეთ დაჭრილი ბოლოკი, ასევე შავი ზეთისხილი. კვერცხი დაჭერით 4 ნაწილად და დაადეთ, ზემოდან გადაახეხეთ პარმეზანის ყველი და გემოვნებისამებრ დაუმატეთ თქვენი საყვარელი სოუსი.

შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ !

ვიდეო ბმული:
Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников